![]() |
ნახ. 1 |
ვთქვათ, სურათზე (ნახ. 1) მოცემული აგურის ზომებია 65 მმ, 100 მმ და 215 მმ.
და ასეთი (65 მმ, 100 მმ და 215 მმ) აგურებისგან ააშენეს სვეტი, რომელშიც გვაქვს ამ აგურების 10 ფენა, შემდეგი წყობით (ნახ. 2):
![]() |
ნახ.2 |
1) სვეტის სიმაღლე აღნიშნეთ h -ით, ფუძის ფართობი კი Ѕ -ით. გამოსახეთ ამ ორი სიდიდით სვეტის მოცულობა V. დაწერეთ ფორმულა, რიცხვებს ჯერ ნუ ჩასვამთ.
2) მოძებნეთ აგურის სიმკვრივე ρ (თუ წიგნში არ წერია, ინტერნეტი გამოიყენეთ);
3) გამოსახეთ ამ სვეტის მასა m h -ით, Ѕ -ით და ρ -თი. დაწერეთ ფორმულა, რიცხვებს ჯერ ნუ ჩასვამთ;
4) გამოსახეთ აგურის ამ სვეტზე მოქმედი ძალები. შეასრულეთ ნახაზი;
5) რა ძალით აწვება აგურის ეს სვეტი გრუნტს, რომელზეც ის დგას?
დაწერეთ ამ ძალის ფორმულა და მასის ნაცვლად ჩასვით 3)- ში მიღებული მასის გამოსახულება.
6) მიიღეთ წნევის გამოსათვლელი ფორმულა, რომელსაც ეს სვეტი აწარმოებს გრუნტზე.
რიცხვები ჩასვით ამ საბოლოო ფორმულაში.
ამოცანა 2.
![]() |
ნახ.3 |
მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის ჭურჭელში (ნახ.3) ასხია წყალი. მოცემულ h=75 სმ სიმაღლეზე. ჭურჭლის ფსკერის ფართობია S=600 სმ2. შეასრულეთ შემდეგი დავალებები:
1) მოძებნეთ ცხრილში ამ სითხის სიმკვრივე;
2) გამოთვალეთ ამ სითხის მოცულობა;
3) გამოთვალეთ ამ სითხის მასა;
4) გამოსახეთ ძალები, მოქმედი სითხის მთელ ამ მოცულობაზე (დაგეხმარებათ ნახ.4) ;
5) რა ძალით აწვება სითხის ეს მთელი მოცულობა ამ ჭურჭლის ფსკერს?
ნახ. 4 ზე რომელი ვექტორი შეესაბამება ამ ძალას?
დაწერეთ ამ ძალის ფორმულა და გამოთვალეთ.