თბოგადაცემის ერთ-ერთი გზაა თბოგამტარობა: სითბო გადაეცემა სხეულის მეტად გახურებული ნაწილიდან ნაკლებად გახურებულს. ეს პროცესი წარმოდგენილია GIF -ის სახით. მერხევი ბურთულები აქ განასახიერებენ ნივთიერების შემადგენელ მოლეკულებს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ისინი მხოლოდ ადგილზე ირხევიან - თბოგამტარობის დროს არ ხდება ნივთიერების გადატანა. სხეულის უფრო ცხელი (წითელი) ნაწილიდან უფრო ცივს (ლურჯს) გადაეცემა მხოლოდ ენერგია. წითელი "მოლეკულები" უფრო სწრაფად მოძრაობენ და ურთიერთქმედებენ ლურჯ "მოლეკულებთან". შედეგად "ლურჯების" სიჩქარეც იზრდება და თანდათნობით ისინიც წითლად იფერებიან. ეს ნიშნავს: თავდაპირველად იზრდება სხეულის იმ ნაწილაკების სიჩქარე (და კინეტიკური ენერგიაც), რომლებიც ახლოს არიან სითბოს წყაროსთან. შესაბამისად მატულობს ამ ნაწილის ტემპერატურა. ურთიერთქმედების შედეგად კი იზრდება მეზობელი ნაწილაკების სიჩქარე, ე.ი. კინეტიკური ენერგიაც და მეზობელ უბანზეც ტემპერატურა მატულობს. და ა.შ.
![]() |
თბოგამტარობა |
No comments:
Post a Comment