Monday, 21 January 2019

ნისლი ბოთლში


ბოთლს გამოავლეს წყალი და მოარგეს საცობი, რომელშიც მჭიდროდაა გაყრილი მილი. ამ მილის საშუალებით ბოთლში ტუმბავენ ჰაერს. ბოთლში ჰაერის წნევა იზრდება. და თუ ჩატუმბვას გავაგრძელებთ, საცობი ამოვარდება. როგორც ხედავთ, ბოთლში ნისლი წარმოიქმნება. ვიცით, რომ ნისლი, როგორც წესი, აცივებისას ჩნდება. ხომ არ არის ბოთლში ნისლის წარმოქმნა ბოთლში ჰაერის ტემპერატურის შემცირების მაჩვენებელი?
ბოთლიდან საცობის ამოგდებისას შეკუმშული ჰაერი სწრაფად გაფართოვდა და ამას მისი ტემპერატურის შემცირება მოჰყვა. გაფართოებისას და ბოთლიდან საცობის ამოგდებისას ჰაერი შინაგანი ენერგიის ხარჯზე ასრულებს მუშაობას.ამიტომ მისი შინაგანი ენერგია მცირდება.პირიქით, თუ ჩვენ მუშაობას შევასრულებთ ჰაერის შეკუმშვაზე, მისი შინაგანი ენერგია გაიზრდება.


No comments:

Post a Comment

  დავალება 27 მარტისთვის შეფასების კრიტერიუმი 1. როგორ იცვლება ატმოსფერული წნევა სიმაღლის ზრდასთან ერთად როგორ იცვლება ატმოსფერული წ...