Thursday, 28 February 2019

ტემპერატურა VS დრო (მიწოდებული/გაცემული) სითბო - დავალება 05/02/2019 თვის!



მეტი ინფორმაციისთვის იხ.
https://vhmsscience.weebly.com/phase-change---boiling-water-lab.html

    დიაგრამაზე წარმოდგენილია ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის ცვლილების პროცესი. ჰორიზონტალურ ღერძზე გადაზომილია დრო. ამ დროის განმავლობაში ნივთიერებას თანაბრად მიეწოდება სითბო. შედეგად როგორც გრაფიკიდან ჩანს, იზრდება ტემპერატურა. ის გადაზომილია ვერტიკალურ ღერძზე. თუმცა, თქვენ გრაფიკზე ხედავთ უბნებს, სადაც მიუხედავად სითბოს უწყვეტად მიწოდებისა ტემპერატურა მუდმივი რჩება. ასეთი უბანი გრაფიკზე სულ ოთხია. ამათგან პირველი ჰორიზონტალური უბანი შეესაბამება დნობას (0 ℃), მომდევნო - დუღილს (100 ℃), ორთქლადქცევის პროცესს, მომდევნო, მესამე ჰორიზონტალური უბანი შეესაბამება კონდენსაციის პროცესს, ხოლო მეოთხე - კრისტალიზაციას. დაფიქსირებული ტემპერატურებიდან გამომდინარე ცხადია, ნივთიერებაა ყინული, რომელიც ჯერ თბება, შემდეგ დნება, შემდეგ მიღებული წყალი კვლავ თბება 100 ℃- მდე, რის შემდეგ ორთქლად იქცევა და მიღებული ორთქლი კვლავ ცხელდება, როგორც გრაფიკიდან ჩანს 150  ℃-მდე. ამის შემდეგ მიმდინარეობს გაცივების პროცესი. 
    დავალება: ვთქვათ, თავდაპირველად ყინული იყო     -5 ℃ ტემპერატურის, ხოლო მისი მასა m=0,2 კგ.  ამოიწერეთ საჭირო ინფორმაცია სახელმძღვანელოს 165 და 164 გვერდებიდან და
გამოთვალეთ:
1) ამ ყინულის დნობის ტემპერატურამდე მისაყვანად საჭირო სითბოს რაოდენობა;
2) დნობის ტემპერატურამდე მიყვანილი ყინულის სრულიად გასადნობად საჭირო სითბოს რაოდენობა;
3) შეადარეთ 2)-ის შედეგი   1) -ს. რამდენჯერ მეტი გამოვიდა?
4) გამოიტანეთ დასკვნა: რა თანაფარდობაშია გასადნობად საჭირო დრო გასათბობად საჭირო დროსთან?
5) გამოთვალეთ მიღებული წყლის დუღილის ტემპერატურამდე გასაცხელებლად საჭირო სითბოს რაოდენობა;
6) გამოთვალეთ დუღილის ტემპერატურაზე წყლის მთლიანად ორთქლად გადაქცევისათვის საჭირო სითბოს რაოდენობა
7) შეადარეთ მიღებული შედეგები ერთმანეთს. რომელ პროცესს დაჭირდა ყველაზე მეტი სითბო? ყველაზე მცირე? რამდენჯერ?  ეს თანაფარდობა ჩანს თუ არა გრაფიკზე?  
8) რატომ არ იზრდება ტემპერატურა დნობის, ორთქლადქცევის, კონდენსაციისა და კრისტალიზაციის უბნებზე მიუხედავად სითბოს უწყვეტი მიწოდებისა მთელი პროცესის განმავლობაში?




No comments:

Post a Comment

  დავალება 27 მარტისთვის შეფასების კრიტერიუმი 1. როგორ იცვლება ატმოსფერული წნევა სიმაღლის ზრდასთან ერთად როგორ იცვლება ატმოსფერული წ...