კომპლექსური დავალება. მე-9 კლასი, II სემესტრი. პირობა და I ეტაპი.
საკვანძო შეკითხვა - როგორ წარმოვადგინო პოსტერში, დინამიკის კანონების ცოდნით, ხელოვნური თანამგზავრების მოძრაობის პარამეტრები.
ზოგიერთი თანამგზავრი ისე ბრუნავს, რომ იგი დედამიწის სულ ერთი და იმავე წერტილის
თავზე იმყოფება. მათ გეოსტაციონარულ სადგურებს უწოდებენ. გეოსტაციონარული სადგურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დედამიწის გარკვეული
ტერიტორიის დასაზვერად, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი სწორი განლაგება და დედამიწის გარშემო
ბრუნვის მახასიათებელი სიდიდეების (ბრუნვის პერიოდი, სიხშირე, სიჩქარე, დედამიწის ზედაპირიდან
დაშორება) სწორი შერჩევა.
თქვენი დავალებაა, შექმნათ პოსტერი, სადაც ასახავთ დედამიწის ხელოვნური
თანამგზავრის ბრუნვის მახასიათებელ პარამეტრებს და იმსჯელებთ გეოსტაციონალური სადგურის
მოძრაობაზე დედამიწის გარშემო.
პოსტერში ხაზგასმით წარმოაჩინეთ: კრიტერიუმებს
მოგაწოდებთ მეორე ეტაპზე, რესურსებთან და დაველებებთან ერთად.
ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა
რესურსი 1. მაგალითი განხილვისათვის - სულ
11 წთ ვიდეორგოლი. #ახალიდღე ცხოვრება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე - რუბრიკა #მეცნიერება
რესურსი 2. როგორ შევქმნათ პოსტერი (1).docx
რესურსი 3. პოსტერების სხვადასხვა ვარიანტები საძიებო ფრაზა „physics posters“
რესურს 1 -ზე დაყრდნობით, გთხოვთ,
გაეცნოთ დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრში, საერთაშორისო
კოსმოსური სადგურის (სკს) ბორტზე გადაღებულ
ვიდეორგოლს და დააკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს.
კომპლექსური დავალების პირობის გააზრებაზე ორიენტირებული შეკითხვები:
სკს (რესურსი 1)
·
რას წარმოადგენს საერთაშორისო კოსმოსური სადგური?
· რატომაა პიცის ჭამა დიდი გამოწვევა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე?
· რატომ აქვთ პილპილი და მარილი თხევად მდგომარეობაში?
· რატომაა ასტრონავტების დღის რეჟიმის მნიშვნელოვანი კომპონენტი ვარჯიში?
· რითი განსხვავდება ასტრონავტების „სიარული“ კოსმოსურ სადგურზე, დედამიწაზე სიარულისაგან?
· იგრძნობენ თუ არა ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნებისას დისკომფორტს?
· როგორია გართობა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე?
· რატომაა რთული დაძინება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე?
· შეგიქმნიათ თუ არა პოსტერი?პოსტერი (რესურსი 2 და 3)
· რა უნდა ვიცოდეთ პოსტერის შესაქმნელად?
· რა ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ პოსტერის შესაქმნელად?
· როგორ ავსახავთ პოსტერში კოსმოსური სადგურის მოძრაობის პარამეტრები?
კომპლექსური დავალება
· მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
No comments:
Post a Comment