ამ ამოცანების ამოხსნისას თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ფორმულები :
Q=cmΔt
Q = q m
m =ρV
V =m/ρ
ასევე, დაგჭირდებათ შემდეგი თანაფარდობების ცოდნა:
1 კჯ =1000 ჯოული (კჯ - კილოჯოული)
1 ლიტრი: 1ლ.=1/1000 მ 3
1 ლიტრი: 1ლ.=1000 მლ. (მლ - მილილიტრი)
- 5 კგ მასის სხეულმა 170 ℃ დან 70 ℃-მდე გაცივებისას გამოყო 500 კჯ სითბო. რისი ტოლია სხეულის კუთრი სითბოტევადობა? (პასუხი: 1000 ჯ/კგ◦C)
- სითბოს რა რაოდენობა გამოიყოფა 4 კგ. ნავთის დაწვისას? (პასუხი: 1840 კჯ)
- იპოვეთ სპილენძის ნაჭრის მასა, თუ მისი 20 ℃ -ით გასათბობად საჭიროა 57 კჯ. სითბო. (პასუხი: 7,5 კგ).
- რამდენი ლიტრი სპირტი უნდა დავწვათ, რომ მივიღოთ 13 500 კჯ. სითბო? (პასუხი: დაახლოებით 0,633 ლიტრი რაც შეესაბამება 0,5 კგ-ს).
- 300 გრამი სპირტის დაწვის შედეგად მიღებული სითბოს რაოდენობა რა მასის 10℃ იანი წყლის 90 გრადუსამდე გაცხელებას ეყოფა? (10 კგ).
- 600 გრამი ნავთის დაწვის შედეგად გამოყოფილი სითბო რა ტემპერატურამდე გააცხელებს 10 კგ 5 ℃ ტემპერეტურის ზეთს? (დაახლოებით 32 გრადუსამდე)
No comments:
Post a Comment