თბოგადაცემის სახე, რომლითაც ენერგია მზიდან დედამიწამდე მოდის, ცნობილია გამოსხივების სახელწოდებით. როგორც იცით, ის გათბოგადაცემის სხვა სახეებისგან იმით განსხვავდება, რომ ვაკუუმშიც ხორციელდება. ეს არის ე.წ. ელექტრომაგნიტური გამოსხივება - ელექტრომაგნიტური ტალღები. მაგალითად: რადიოტალღები, ხილული სინათლე, რენტგენის გამოსხივება. ამ ელექტრომაგნიტური ტალღებიდან ჩვენს თვალს მხოლოდ ხილული სინათლე შეუძლია აღიქვას. ეს არის ძალიან მცირე დიაპაზონი ელექტრომაგნიტური გამოსხივების მთელი სპექტრიდან. თვალსაჩინოდ რომ წარმოიდგინოთ, იხილეთ ფოტო:
ენერგიას ახსივებს ნებისმიერი სხეული. ამასთან, რაც მეტია სხეულის ტემპერატურა, მით მეტ ენერგიას გამოასხივებს იგი. სითბური გამოსხივება ახლოსაა ხილული სინათლის წითელ საზღვართან (იხ. სკალა), ის მოთავსებულია ინფრაწითელი გამოსხივების არეში. მაგრამ ის ჩვენი თვალისათვის არაა აღქმადი. ჩვენ ვერ ვხედავთ, ცივია თუ თბილი საგანი. მაგრამ არსებობს მოწყობილობები, რომელთათვის სითბური გამოსხივების "დანახვა" შესაძლებელია. მაგალითად, ინფრაწითელი კამერა, ღამის სიბნელეში ხედვის კამერა, ინფრაწითელი თერმომეტრი.
ფოტოზე წარმოდგენილია ინფრაწითელი თერმომეტრი. მას უკონტაქტო თერმომეტრსაც უწოდებენ. ასეთი თერმომეტრები ზომავენ გამოსხივებას, რომელსაც თბილი სხეული გამოასხივებს. ის საშუალებას იძლევა გავზომოთ ტემპერატურა ფართო დიაპაზონში.
No comments:
Post a Comment