Sunday, 26 March 2023

 

დავალება 27 მარტისთვის

შეფასების კრიტერიუმი 1. როგორ იცვლება ატმოსფერული წნევა სიმაღლის ზრდასთან ერთად როგორ იცვლება ატმოსფერული წნევა? ახსენით, რატომ. რა ცვლილებებს განიცდის ადამიანის ორგანიზმი? (იმსჯელეთ ადამიანის შიდა წნევის და გარე წნევის თანაფარდობაზე)

Ø  ამ კრიტერიუმზე თავის გართმევაში დაგეხმარება შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კი უნდა შეასრულო ქვემოთ მოყვანილი დავალებები. შეასრულე დავალებები და დაუბრუნდი ამ კითხვებს. შემდეგ კი სცადე, თავი გაართვა პირველ კრიტერიუმს.

 

·        რაზეა დამოკიდებული ძალის მოქმედების შედეგი?

·        რას გვიჩვენებს წნევა და როგორ გამოითვლება ის? რა ერთეულებში იზომება წნევა?

·        რატომ ქმნის სითხე/აირი წნევას?

·        რა მიმართულებით გადაეცემა სითხეებსა და  აირებში წნევა და რა არის ამის მიზეზი?

·        რით აიხსნება ატმოსფერული წნევის არსებობა? რა არის ნორმალური ატმოსფერული წნევა?

·        რა მნიშვნელობა  აქვს  ცოცხალი ორგანიზმებისათვის ატმოსფერულ წნევას?

·        როგორ არის ატმოსფერული წნევა დამოკიდებული სიმაღლეზე? რით არის ეს ცვლილება განპირობებული?

·        სიმაღლის ზრდასთან ერთად იცვლება თუ არა ძალა, რომლითაც ატმოსფერო მოქმედებს ადამიანზე?

·        როგორ უძლებს ადამიანი ატმოსფეროს მხრიდან მოქმედ ძალას? რითი ბალანსდება ეს ძალა?

·        როგორ იგრძნობს თავს ცოცხალი არსება, თუ იგი მოხვდება უფრო დიდ/მცირე  ატმოსფერულ წნევის პირობებში? იქნება თუ არა გარე და შიგა წნევები დაბალანსებული?

·        ვერცხლისწყლის სვეტის რამდენი მილიმეტრით მცირდება ატმოსფერული წნევა მთაში ყოველ 12 მ-ზე?

·        როგორ გავიგოთ მთის სიმაღლე, თუ ვიცით წნევა მის ფუძესთან და მწვერვალზე?

·        რა რჩევას მისცემთ ადამიანს, რომელიც მთაში გაემგზავრება?

·        როგორ ასახავთ ამ ცოდნას პოსტერში?



დავალება 1. ნახეთ ტელესკოლის გაკვეთილები:

ფიზიკის დრო - ატმოსფერული წნევა #ტელესკოლა

https://www.youtube.com/watch?v=QTQJzZ8h5vw

ფიზიკის დრო - ატმოსფერული წნევა, წნევა სითხეებში - 22 მაისი, 2020 #ტელესკოლა

https://www.youtube.com/watch?v=shyzby0A-gM

 გაეცანით სტატიას:

სითხის და აირის წნევა. პასკალის კანონი  http://mastsavlebeli.ge/?p=24329

გაეცანით პრეზენტაციას:

 https://docs.google.com/presentation/d/1pan-sBf0N0LrjJhxV2ILPswmgzOsU-ts/edit?usp=sharing&ouid=106479156345712802463&rtpof=true&sd=true

 Გაეცანით ტორიჩელის ცდას:  https://youtu.be/GgBE8_SyQCU

დავალება 2. სიმულაციის გამოყენებით დააკვირდით ატმოსფერული წნევის ცვლილებას სიმაღლის მიხედვით.

·        https://www.vascak.cz/data/android/physicsatschool/template.php?s=mf_atmosfera&l=en

დავალება 3. ვიდეორგოლის გამოყენებით დააკვირდით ატმოსფერული წნევის გავლენას ადამიანის ორგანიზმზე:

1 ატმოსფერული წნევა:

https://www.youtube.com/watch?app=desktop&v=J5yXdBbYqQ4

 ატმოსფერული წნევა 2:

https://www.youtube.com/watch?v=4034K8MTX0k

დავალება 4. ექსპერიმენტი: გამოიყენე იგივე ვიდეორგოლი და ჩაატარე მასში აღწერილი ექსპერიმენტი: ჭიქა აავსე წყლით, დააფარე მჭიდროდ ქაღალდი და გადმოატრიალე, ისე, რომ ხელით გეჭიროს, შემდეგ კი ხელი გაუშვი. ახსენი, რატომ არ გადმოიღვარა წყალი ჭიქიდან?





Monday, 20 March 2023

 

კომპლექსური დავალება. მე-9 კლასი,  II სემესტრი. პირობა და I ეტაპი.

საკვანძო შეკითხვა - როგორ წარმოვადგინო პოსტერში,  დინამიკის კანონების  ცოდნით, ხელოვნური თანამგზავრების მოძრაობის პარამეტრები.

თანამედროვე სამყაროში ხელოვნური თანამგზავრების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების საშუალებით ვაკვირდებით უამრავ მოვლენას დედამიწასა და ღია კოსმოსში,  ვიგებთ ამინდის პროგნოზს, ვუღებთ დედამიწის სხვადასხვა წერტილს სურათებს, გვაქვს ტელე- და რადიოკავშირი, თანამგზავრების საშუალებით გადაეცემა სიგნალი მობილური ტელეფონებით კომუნიკაციისას. 

ზოგიერთი თანამგზავრი ისე ბრუნავს, რომ იგი დედამიწის სულ ერთი და იმავე წერტილის თავზე იმყოფება. მათ გეოსტაციონარულ სადგურებს უწოდებენ. გეოსტაციონარული სადგურები  შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დედამიწის გარკვეული ტერიტორიის დასაზვერად, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი სწორი განლაგება და დედამიწის გარშემო ბრუნვის მახასიათებელი სიდიდეების (ბრუნვის პერიოდი, სიხშირე, სიჩქარე, დედამიწის ზედაპირიდან დაშორება) სწორი შერჩევა.

თქვენი დავალებაა, შექმნათ პოსტერი, სადაც ასახავთ  დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის ბრუნვის მახასიათებელ პარამეტრებს და იმსჯელებთ გეოსტაციონალური სადგურის მოძრაობაზე დედამიწის  გარშემო. 

პოსტერში ხაზგასმით წარმოაჩინეთ: კრიტერიუმებს მოგაწოდებთ მეორე ეტაპზე, რესურსებთან და დაველებებთან ერთად.

 

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

რესურსი 1. მაგალითი განხილვისათვის  - სულ  11 წთ ვიდეორგოლი. #ახალიდღე ცხოვრება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე - რუბრიკა #მეცნიერება

https://youtu.be/FI1OQV2b0LI

რესურსი 2.  როგორ შევქმნათ პოსტერი (1).docx

რესურსი 3. პოსტერების  სხვადასხვა ვარიანტები საძიებო ფრაზა „physics posters“

 

რესურს 1 -ზე დაყრდნობით,  გთხოვთ, გაეცნოთ დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრში, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (სკს) ბორტზე გადაღებულ ვიდეორგოლს და დააკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს.

კომპლექსური დავალების პირობის გააზრებაზე ორიენტირებული შეკითხვები:

სკს (რესურსი 1) 

·        რას წარმოადგენს საერთაშორისო კოსმოსური სადგური?

·        ითი განსხვავდება  წყლის გადმოსხმის პროცესი დედამიწაზე, კოსმოსურ სადგურზე დამზერილისგან?
·        რატომაა პიცის ჭამა დიდი გამოწვევა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე?
·        რატომ აქვთ პილპილი და მარილი თხევად მდგომარეობაში?
·        რატომაა ასტრონავტების დღის რეჟიმის მნიშვნელოვანი კომპონენტი ვარჯიში?
·        რითი განსხვავდება ასტრონავტების „სიარული“ კოსმოსურ სადგურზე, დედამიწაზე სიარულისაგან?
·        იგრძნობენ თუ არა ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნებისას დისკომფორტს?
·        როგორია გართობა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე?

·        რატომაა რთული დაძინება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე?

პოსტერი (რესურსი 2 და 3) 

·        შეგიქმნიათ თუ არა პოსტერი? 
·        რა უნდა ვიცოდეთ პოსტერის  შესაქმნელად? 
·        რა ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ პოსტერის შესაქმნელად? 

·        როგორ ავსახავთ პოსტერში  კოსმოსური სადგურის მოძრაობის პარამეტრები?

კომპლექსური დავალება

·        თქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ, რას შეეხება დღეს მოცემული დავალება, რომელზეც რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში უნდა იმუშაოთ?
·        მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?


Tuesday, 14 March 2023

 დავალება ორთქლადქცევის კუთრი სითბოს განსაზღვრაზე


1) შეუსაბამეთ გრაფიკის თითოეულ უბანს (AB, BC, CD) შეუსაბამეთ პროცესი:

  • ორთქლადქცევა
  • დუღილი
  • სითხის ტემპერატურის ზრდა
  • ორთქლის ტემპერატურის ზრდა
2) განსაზღვრეთ, რა სითბოს რაოდენობა გადაეცა დუღილის ტემპერატურამდე მიყვანილ ნივთიერებას, იმისათვის, რომ ის მთლიანად ორთქლად ქცეულიყო?

3) გამოიყენეთ სათანადო ფორმულა და გამოთვალეთ ამ ნივთიერების ორთქლადქცევის კუთრი სითბო

Friday, 10 March 2023

მე-7 კლასი. დავალება: დრეკადობის ძალა. ჰუკის კანონი.

 



1. რას უდრის ზამბარის სიხისტე, თუ 3 ნიუტონი ძალის მოქმედებით ზამბარა წაგრძელდა 15 სმ-ით?

2. ერთი ბოლოთი დამაგრებულ ზამბარაზე დაკიდეს m=2 კგ მასის  ტვირთი. ზამბარა წაგრძელდა x=5 სმ-ით. იპოვეთ ზამბარის სიხისტე.

მითითება: სხეულზე მოქმედი სიმძიმის ძალა მოდულით ტოლია ზამბარაში აღძრული დრეკადობის ძალის, რომელიც სურათზე აღნიშნულია  Fk  -თი

3. მასზე 4 ნიუტონი ძალის მოქმედებისას ზამბარა წაგრძელდა 0,8 სმ-ით. რისი ტოლი იქნება ზამბარის წაგრძელება, თუ მასზე 20 ნ. ძალა იმოქმედებს?

4. არადეფორმირებული ზამბარის სიგრძე 12 სმ-ია, სიხისტე კი 40 ნ/მ. რამდენი სმ გახდება ზამბარის სიგრძე 2 ნ. ძალის მოქმედებისას?

5. 800 გრამი მასის წიგნი დევს მაგიდაზე. გამოსახეთ სქემატურად წიგნზე მოქმედი ძალები. გამოთვალეთ მათი მოდულები (დახმარებისათვის იხ.სახელმძღვანელო, გვ.60, სურ. 1 ა)

6.  ჭერზე ჯაჭვით დაკიდებულია 5 კგ მასის ჭაღი. რატომ არ ვარდება ჭაღი? განსაზღვრეთ საკიდელ ჯაჭვში აღძრული დრეკადობის ძალა და ჭაღზე მოქმედი სიმძიმის ძალა. გამოსახეთ ისინი სქემატურად (სახელმძღვანელოს გვ 60-ზე სურ 1 ბ ანალოგიურად).

მე-8 კლასი. გამოსხივება.

 თბოგადაცემის სახე, რომლითაც ენერგია მზიდან დედამიწამდე მოდის, ცნობილია გამოსხივების სახელწოდებით. როგორც იცით, ის გათბოგადაცემის სხვა სახეებისგან იმით განსხვავდება, რომ ვაკუუმშიც ხორციელდება. ეს არის ე.წ. ელექტრომაგნიტური გამოსხივება -  ელექტრომაგნიტური ტალღები. მაგალითად: რადიოტალღები, ხილული სინათლე, რენტგენის გამოსხივება. ამ ელექტრომაგნიტური ტალღებიდან ჩვენს თვალს მხოლოდ ხილული სინათლე შეუძლია აღიქვას. ეს არის ძალიან მცირე დიაპაზონი ელექტრომაგნიტური გამოსხივების მთელი სპექტრიდან. თვალსაჩინოდ რომ წარმოიდგინოთ, იხილეთ ფოტო:



        ენერგიას ახსივებს ნებისმიერი სხეული. ამასთან, რაც მეტია სხეულის ტემპერატურა, მით მეტ ენერგიას გამოასხივებს იგი. სითბური გამოსხივება ახლოსაა ხილული სინათლის წითელ საზღვართან (იხ. სკალა), ის მოთავსებულია ინფრაწითელი გამოსხივების არეში. მაგრამ ის ჩვენი თვალისათვის არაა აღქმადი. ჩვენ ვერ ვხედავთ, ცივია თუ თბილი საგანი. მაგრამ არსებობს მოწყობილობები, რომელთათვის სითბური გამოსხივების "დანახვა" შესაძლებელია. მაგალითად, ინფრაწითელი კამერა, ღამის სიბნელეში ხედვის კამერა, ინფრაწითელი თერმომეტრი.
  ფოტოზე წარმოდგენილია ინფრაწითელი თერმომეტრი. მას უკონტაქტო თერმომეტრსაც უწოდებენ. ასეთი თერმომეტრები ზომავენ გამოსხივებას, რომელსაც თბილი სხეული გამოასხივებს. ის საშუალებას იძლევა გავზომოთ ტემპერატურა ფართო  დიაპაზონში.

მე-8 კლასი. დავალება: სითბური მოვლენები.

 

ამ ამოცანების ამოხსნისას თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ფორმულები :

Q=cmΔt

Q = q m

m =ρV

V =m/ρ

ასევე, დაგჭირდებათ შემდეგი თანაფარდობების ცოდნა:

1 კჯ =1000 ჯოული  (კჯ - კილოჯოული)

1 ლიტრი:        1.=1/1000     3

1 ლიტრი:        1.=1000 მლ.    (მლ - მილილიტრი)

  1. 5 კგ მასის სხეულმა 170  ℃ დან 70  ℃-მდე გაცივებისას გამოყო 500 კჯ სითბო. რისი ტოლია სხეულის კუთრი სითბოტევადობა?  (პასუხი: 1000 /კგC)
  2. სითბოს რა რაოდენობა გამოიყოფა 4 კგ. ნავთის დაწვისას?  (პასუხი: 1840 კჯ)
  3. იპოვეთ სპილენძის ნაჭრის მასა, თუ მისი 20 ℃ -ით გასათბობად საჭიროა 57 კჯ.  სითბო.  (პასუხი: 7,5 კგ). 
  4. ამდენი ლიტრი სპირტი უნდა დავწვათ, რომ მივიღოთ 13 500 კჯ. სითბო? (პასუხი: დაახლოებით 0,633 ლიტრი რაც შეესაბამება 0,5 კგ-). 
  5. 300 გრამი სპირტის დაწვის შედეგად მიღებული სითბოს რაოდენობა რა მასის 10℃ იანი წყლის 90 გრადუსამდე გაცხელებას ეყოფა? (10 კგ).
  6. 600 გრამი ნავთის დაწვის შედეგად გამოყოფილი სითბო რა ტემპერატურამდე გააცხელებს 10  კგ  5   ℃ ტემპერეტურის ზეთს? (დაახლოებით 32 გრადუსამდე)


  დავალება 27 მარტისთვის შეფასების კრიტერიუმი 1. როგორ იცვლება ატმოსფერული წნევა სიმაღლის ზრდასთან ერთად როგორ იცვლება ატმოსფერული წ...